პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოს“ საქმიანობა პოლიტიკურ დეზერტირობას ჰგავს.
სესიაშვილმა პრემიერის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლაზე ისაუბრა და სხდომაზე დასწრების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ ბოიკოტზე, ცხადია, ამის უკან პოლიტიკური მიზნები დგას. ეს მათი არჩევანია, თუმცა უფრო მეტად პოლიტიკურ დეზერტირობას ჰგავს. ოპოზიცია და უმრავლესობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ რეფორმებზე, რომლებიც ეხება საარჩევნოს რეფორმასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ნაწილში მათი მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდება მათი პოლიტიკური დეზერტირობაა. რაც შეეხება მათი მხრიდან ტრიბუნის გამოყენების სურვილს – ეს ეწინააღმდეგება მათ საერთო პოლიტიკურ დამოკიდებულებას, რაც არის პოლიტიკური ბოიკოტი. ეს არის ჩვენი ოპოზიცია, მოვუსმინოთ და მივიღოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.