“სასურსათე და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგები უმარტივესად ჩამოიწერება, რაც ბიზნესს გაუმარტივებს ოპერირებას”

“ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და, ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები სასურსათე და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ბიზნესსექტორს ოპერირებას გაუმარტივებს.

„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე დიდი ხნის საკითხი, რომელიც გახლავთ სასურსათე და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც, მე რაც თავი მახსოვს, სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და, ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნეს სექტორს გაუმარტივებს ცხოვრებასა და ოპერირებას”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები