შპს „ამბასადორი”, პროექტთან შეუსაბამობის გამო, 10 000 ლარით დაჯარიმდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დღეს, 24 ივნისს ჩატარებული მონიტორინგის დროს ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზეკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისას დაფიქსირდა წარმოებული სამუშაოების პროექტთან შეუსაბამობის ფაქტი. კერძოდ, მოხდა შენობის სართულიანობის ცვლილება: ნაცვლად 4 სართულისა, ემატებოდა მეხუთე სართული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევათა ოქმი, რის შედეგადაც შპს „ამბასადორი” 10 000 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება გადაგზავნილია სასამართლოში შემდგომი რეაგირების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები