სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინე ზონაში მცხოვრებ ოჯახებს სასურსათე პაკეტი დაურიგდა

სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინე ზონაში მცხოვრებ ყველა ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სასურსათე პაკეტი დაურიგა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოფელ მუშევანში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება აქტიურად გრძელდება.

“ამჯერად, ყველა ოჯახმა დახმარების სახით მუნიციპალიტეტისგან ფქვილი და კარტოფილი მიიღო. სურსათის დარიგების პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ჩაერთო.

მუნიციპალიტეტმა საკარანტინე ზონაში მოსახლეობას 100-და 50-ლარიანი სასურსათო პროდუქტები რამდენჯერმე გადასცა.

შეგახსენებთ, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინე  ზონად გამოცხადდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები