მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა მინსკში ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო და ომით დამემუქრა

“პუტინმა მინსკში ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო და ომით დამემუქრა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ტრანსლაციაც „იუთუბზე“ დღეს არის დაგეგმილი.

gordonua.com-ზე აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, თავის ხუთსაათიან საუბარზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

„დსთ-ის სამიტზე მინსკში 2016 წელს პუტინმა ცალკე, ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო – ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით – და ომით დამემუქრა. როგორც შემდეგში ვნახეთ, ის არ ხუმრობდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები