სოფელ მუშევანში სამიზნე ჯგუფების PCR ტესტირება მიმდინარეობს

სოფელ მუშევანის მკაცრი საკარანტინე ზონის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები სამიზნე ჯგუფებში PCR ტესტების საშუალებით ბიოლოგიური ნიმუშების აღებას 50-ზე მეტ მოქალაქესთან გეგმავენ.

მათივე ცნობით, აღებული ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. სწორედ ამ პასუხებზეა დამოკიდებული უახლოეს პერიოდში სოფელ მუშევანისთვის საკარანტინე  სტატუსის მოხსნის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინე ზონად გამოცხადდა. ამ ეტაპისთვის, სოფელში კორონავირუსის 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები