დიდ ჭყონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მეორე ნამიკოლაოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგება 4 811 მერტი ასფალტობეტონის გზა. ასევე, მოეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები და მილები და ეზოებში შესასვლელები.

“სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 517 000 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს.

პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება.

დიდი ჭყონი-მეორე ნამიკოლაოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები