თელავში საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება მიმდინარეობს

თელავში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდური გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, თელავის მერი – შოთა ნარეკლიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან- ირაკლი ქადაგიშვილსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.

“ამ დროისთვის, უკვე დასრულდა 5 საცხოვრებელი კორპუსის გამრიცხველიანების სამუშაოები. ჯამურად, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება ბინების ინდივიდური გამრიცხველიანება. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის განხორციელებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები