ორდღიანი ძებნის შემდეგ, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმის სანაპირო ზოლზე ზღვაში ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო სამსახურის მიერ ზღვაზე მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და 41 წლის კაცის ძიებაში სამი მყვინთავიც იყო ჩართული.

ასევე, ნაპოვნია გარდაცვლილის პირადი ნივთებიც. გარდაცვლილი ბათუმის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები