მექსიკაში გვიან ღამით 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ კრუსესიტედან 23 კილომეტრში იყო.
როგორც ოახაკს შტატის სამოქალაქო დაცვის სამმართველოში განაცხადეს, მიწისძვრას 6 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა 500 შენობა და 15 სამედიცინო ცენტრი, ასევე, 4 არქეოლოგიური ზონა.
აღინიშნება, რომ მიწისძვრას 447 განმეორებითი, 4,6 მაგნიტუდის ბიძგი მოჰყვა.
მიწისძვრა იგრძნობოდა ქვეყნის 11 შტატში.