ქუთაისის ახალ ინფექციურში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, შუა ხნის მამაკაცს ლაბორატორიულ კვლევაზე უარყოფითი პასუხი ორჯერ მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტი ვირუსისგან განიკურნა.
„პაციენტს ლაბორატორიული კვლევით ორჯერ უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რაც დადასტურებით გვარწმუნებს იმაში, რომ მან ვირუსი დაამარცხა. ამ დროისთვის, კლინიკაში ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან ხუთი საშუალო სიმძიმისაა. ერთი პაციენტი კვლავ მძიმედ რჩება, ვინაიდან აქვს თანმხლები დაავადებები“, – განაცხადა ნადირაძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამურად, 44-მა პაციენტმა დაამარცხა.