ზუგდიდში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეზოების კეთილმოწყობისთვის 1 290 000 ლარი დაიხარჯა. ეზოები კეთილმოეწყო სოხუმის, თამარ მეფის, შალვა ქირიას , თაბუკაშვილისა და გამსახურდიას ქუჩებზე.

აღნიშნულის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი შენგელიამ, ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ეზოები ეწყობა პეტრიაშვილის, გორისა და ბუკიას ქუჩებზე,  რისთვისაც 675 000 ლარია გამოყოფილი.

“მოეწყო 5 საბავშვო მოედანი, ღირებულებით 165 000 ლარი. სათამაშო მოედნები მოეწყო თამარ მეფის, ბუკიას, გამსახურდიას, ერისთავისა და ცოტნე დადიანის ქუჩებზე.  ასევე, მოეწყო ვეტერანთა ხეივანი, ღირებულებით 252 000 ლარი”,- განაცხადა შენგელიამ.

მერის განცხადებით, ზუგდიდის იერსახის განახლება და მოწესრიგება მისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები