ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან ე.წ. საზღვარზე შეზღუდვა ერთი თვით გაახანგრძლივა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის ე.წ.საზღვრის გადაკვეთაზე არსებული შეზღუდვა ერთი თვით, 31 ივლისამდე გაახანგრძლივა.

გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

ამასთან, აღინიშნება, რომ ე.წ. რესპუბლიკაში 1-ელი ივლისიდან საბავშვო ბაღები განაახლებენ მუშაობას.

ე.წ.სამხრეთ ოსეთში, 23 ივნისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 84 ფაქტი დასტურდება; 50-მა პირმა დაავადების დამარცხება შეძლო, ხოლო მკურნალობას 34 ადამიანია აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები