ლაგოდეხის მერმა სამედიცინო პერსონალს სამადლობელი ბარათები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა – ჯონდო მდივნიშვილმა სამედიცინო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს და სამედიცინო პერსონალს #Covid19-ის წინააღმდეგ გაწეული შრომისთვის მადლობის სიგელი, სამადლობელი ბარათები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“თითოეული თქვენგანი იმყოფებოდა #Covid19- ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე. მინდა, მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თქვენი პროფესიონალიზმის, გამბედაობისა და თავდადებისათვის!”, – ნათქვამია მერის სამადლობელ ბარათში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები