სალხინოში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში წაჩხურუს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. ასევე, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 211 075 ლარს შეადგენს და სამუშაოებს ამხანაგობა „დაგი ქონსტრაქშენი“ ასრულებს.
წაჩხურუს საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუში საჯარო სკოლის მშენებლობა სსიპ საქართველოს მუნიციპალური გავითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.