მამუკა მდინარაძე: საქართველომ და პარლამენტმა დღეს დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი გაიარეს

“დარწმუნებული ვარ, მესამე მოსმენაზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს იგივე წარმატებით მივიღებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ და ქვეყნის პარლამენტმა დღეს დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი გაიარეს.

“დარწმუნებული ვარ, მესამე მოსმენაზეც იგივე მოხდება. ის სპეკულაციები, რასაც ეს დღეებია, ვისმენდით, წარსულს ჩაბარდა და, პრინციპში, საზოგადოება ყოველთვის კარგად აღიქვამს, რა ხდება სინამდვილეში. “ევროპული საქართველოს” განცხადება წინა კენჭისყრის შემდეგ, რომ “გადავარჩინეთ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებები”, რამდენად სპეკულაციური იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, რადგან 115-116 დეპუტატის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან გარანტირებული იყო. მე ყველას ვთხოვ, შემდეგ მოსმენაზე იყვნენ თბილისში, რომ ერთმანდატიანი რისკებიც არ იყოს და ასეთი რისკების დაზღვევა არის მნიშვნელოვანი.

დარწმუნებული ვარ, იმავე წარმატებით მესამე მოსმენაზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ და ამაში მონაწილეობა არ ექნებათ მიღებული “ნაცმოძრაობასა” და მის სატელიტ დანაყოფებს.

ძალიან კარგია, საქართველომ და პარლამენტმა დღეს დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი გაიარა”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები