გიგა ბუკია: რურუების მოღვაწეობა სუფთა წარსულით რომ არ დაწყებულა, ამაზე მკაფიო აზრი მაქვს
„იმაზე, რომ რურუები ჩართულები იყვნენ “მხედრიონში” და მათი მოღვაწეობა სუფთა წარსულით არ დაწყებულა, მკაფიო აზრი მაქვს”, – ამის შესახებ დეპუტატმა, გიგა ბუკიამ გიორგი გამსახურდიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ ზვიად გამსახურდიას მკველობა რუსული სპეცსამსახურებისა და რურუას ხელშეწყობით განხორციელდა.
თუმცა, გიგა ბუკია ამბობს, რომ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით მას მტკიცებულება არ გააჩნია.
„არ ვიცი მისი განცხადება, რასაც ამბობს, თუ უტყუარი დოკუმენტაცია არსებობს… არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, გამსახურდიას გარდაცვალება რომ მკვლელობა იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გამოძიება მიმდინარეობს. რა პროცესია, ბუნებრივია, ამას მე არ ვიცნობ. როგორც ოჯახის წევრს, შეიძლება, მას მეტი ინფორმაცია აქვს. კონკრეტულად დანაშაულთან მიმართებით მტკიცებულება არ გამაჩნია იმის გარდა, რაც საზოგადოებაში იყო ინფორმაცია. იმაზე, რომ რურუები ჩართულები იყვნენ “მხედრიონში” და მათი მოღვაწეობა სუფთა წარსულით არ არის დაწყებული, ამაზე მეც მკაფიო პოზიცია მაქვს, მაგრამ ის, რომ ახლა რამე მტკიცებულება მქონდეს და ვილაპარაკო, კონკრეტულად რა დანაშაული, როდის, როგორ ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, ამისგან თავს შევიკავებ. რამდენადაც ვიცი, ინტერპოლისგანაც იყო ძებნილი და ა.შ”, – აღნიშნა გიგა ბუკიამ.