გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი – გოგი მეშველიანი მერთან – დავით შერაზადიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას აქტიურად აგრძელებს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს მათ სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.
“სოფელში, 500 გრძივ მეტრზე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.
გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა დღესვე სოფელ ტალავერში წყალმომარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოებიც დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, სოფელში არსებული რეზერვუარიდან 2700 გრძივ მეტრზე ახალი მაგისტრალი მოეწყობა. სოფელში ასევე დამონტაჟდება ახალი ჭაბურღილი და ორი ახალი რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტის ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.