სიღნაღის მუნიციპალიტეტში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, 3 სოფელში მსუბუქად დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, საზამთროს ბაღები და ვენახები.
“ძირითადად, დაისეტყვა მუნიციპალიტეტის 3 სოფელი: ჯუგაანი, ტიბაანი და ძველი ანაგა. აქედან ჯუგაანი და ტიბაანი ძალიან მსუბუქად დაისეტყვა, რადგან თვითონ სოფელში სეტყვა არ ყოფილა და გარშემო ნაკვეთები მცირედად დააზარალა, ასევე, ჯუგაანში 1 -2 საზამთროს ბაღი და ამავე რაოდენობის ვენახი”, – განაცხადეს სიღნაღის მერიაში.
მერიის თანამშრომლები სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ადგილზე სწავლობენ.