ჰააგაში კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 400-მდე ადამიანი დააკავა
ჰააგის ცენტრში, კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 400-მდე ადამიანი დააკავა.
მედიის ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, მათი ნაწილი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომების გაუქმებას ითხოვდა.
ადამიანების შეკრება დისტანციის დაცვით იყოს სანქცირებული.
ადამიანების დაკავება პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას მოჰყვა, რომელიც ადგილის დატოვებას ითხოვდა.
გარდა ამისა, გუშინ პოლიციამ ქალაქის ცენტრალურ სადგურთან ფეხბურთის ქომაგთა ჯგუფი დაშალა, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკება უძღოდა.
აღინიშნება, რომ პოლიციასთან შეტაკებას კორონავირუსთან კავშირი არ ჰქონია.