გერმანიაში მოხუცთა თავშესაფრებში, საავადმყოფოებში, ლტოლვილთა დასახლებებში კორონავირუსის აფეთქებაა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების საბაზისო მაჩვენებელი R (ანუ იმ ადამიანთა საშუალო მაჩვენებელი, რომელთა დაინფიცირება ერთ ადამიანს შეუძლია) მკვეთრად გაიზარდა, გასულ დღე-ღამეში ეს რიცხვი 2,88 შეადგენდა, 20 ივნისს – 1,79-ს.

ამის შესახებ რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემიდან ირკვევა.

აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ყოველი 100 ინფიცირებულიდან კიდევ 288 დაავადდება. დაავადების გავრცელების ეფექტური შესაკავებლად საჭიროა, რომ R -ის მაჩვენებელი იყოს ერთზე ნაკლები.

ინსტიტუტის მონაცემით, ინფიცირების ახალი აფეთქებები ფიქსირდება მოხუცთა თავშესაფრებში, საავადმყოფოებში, ლტოლვილთა დასახლებებში, სატრანსპორტო კომპანიებსა და ხორცის გადამამუშავებელ ქარხნებში, ასევე, სოფლის მეურნეობაში სეზონურად დასაქმებულ მუშებში.

მედიის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ გეტინგენში ერთი მიკრორაიონის საცხოვრებელი სახლის 700-მდე მაცხოვრებელი კარანტინზე მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ორ ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. მეორე დღეს დიაგნოზი 120 ადამიანს დაუდასტურდა.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის 22 ივნისის მონაცემით, გერმანიაში კორონავირუსით 191 272 პირია ინფიცირებული, 8 895 ლეტალური შემთხვევაა, 174 740 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები