ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი ორგანიზაცია “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის” წარმომადგენლებს შეხვდა
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსთან, თამთა ტეფნაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა ორგანიზაცია “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის” წარმომადგენლებთან – ეკა მესხრიკიძესთან და თამარ ვაწაძესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2 მნიშვნელოვანი პროექტის კონცეფცია, რომელიც სლოვაკურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „სოსნა” – ერთად განხორციელდება. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე სამომავლო თანამშრომლობაზე.
დავით ჩიკვაიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაცია “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს” მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტების განსახორციელებლად.