სოფელ სადგერში ჩიხების რეაბილიტაცია დაიწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში ჩიხების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ჯამში 1კმ სიგრძის გზა სრულად კეთილმოეწყობა.
“დაიგება რკინა-ბეტონის საფარი, გაკეთდება სანიაღვრეები, ცხაურები და ეზოებში შესასვლელი მონაკვეთები.
სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ ადგილზე დაათვალიერეს.
აღნიშნულ ჩიხებში გზის საფარი არასოდეს ყოფილა. პროექტის შედეგად ტურისტულ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, გადაადგილება ადგილობრივებისა და სოფლის სტუმრებისთვის გახდება გაცილებით კომფორტული და უსაფრთხო”,-წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, პროექტი ცენტრალური ბიუჯეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.