ირაკლი კობახიძე: პირველად გვეძლევა შესაძლებლობა, არჩევნები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც სრულიად პოლიტიკური სპექტრი თანხმდება

„25 წლის მანძილზე, ჩვენ პირველად გვეძლევა იმის შესაძლებლობა, არჩევნები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც სრულიად პოლიტიკური სპექტრი თანხმდება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 25 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია და ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 120/30-ზე საარჩევნო სისტემა პრაქტიკულად წარმოშობს იმის იდენტურ შედეგს, რასაც სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით წარმოშობდა.

„ამ სისტემის საფუძველზე ზუსტად ისევე გადანაწილდება მანდატები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, როგორც გადანაწილდებოდა მანდატები სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული წარმოდგენილი კანონპროექტით. ეს ცვლილება სიმყარეს შესძენს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, იმ რედაქციას, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ 2 წლის წინ და რომელიც ადგენს ევროპული ტიპის, ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, თავისი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით. თითოეული ჩვენგანი უნდა ვამაყობდეთ იმით, რომ ვართ კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანაავტორები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები