ამირან გამყრელიძე: საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულებთან კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებული

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულებთან კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებული”,- ამის შესახებ “კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

„ყველა ახალი შემთხვევის ინფექციის წყარო დადგენილია. ახალი კლასტერი არ არის. დღევანდელი რიცხვით ქვეყანაში არის 906 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დადასტურებულია რვა ახალი შემთხვევა, აქედან ორი ინფიცირებულებთან კონტაქტია და ექვსი არის იმპორტირებული შემთხვევა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია”,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები