შუახევის მერი ოლადაურის თემში იმყოფებოდა

 

შუახევის მერი – ფრიდონ ფუტკარაძე ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოციალური აქციის ფარგლებში, რამდენიმე სოციალურად დაუცველი, სხვადსხვა საჭიროებების მქონე ოჯახები მოინახულა და მათი მდგომარეობით დაინტერესდა. ბენეფიციარებს, სამთავრობო სასურსათო კალათები მიუტანა და მომავალშიც მხარდაჭერას დაჰპირდა.

“დღესვე, ფრიდონ ფუტკარაძე ოლადაურის თემის სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდება, როგორც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე, კონკრეტულად აღნიშნულ სოფლებში. შუახევის მერთან ერთად ოლადაურის თემის სოფლებში, საკრებულოს წევრი – გენად მიქელაძე და ოლადაურის თემის რწმუნებული – ვახტანგ ფუტკარაძე იმყოფებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები