“ლელო” სამეგრელოს წევრებმა რუხში აქცია გამართეს
რუხში საოკუპაციო ხაზთან პარტია”ლელო” სამეგრელოს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, გასული წლის 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.
“ლელოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ახვლედიანის განცხადებით, მათ სიმბოლურად აირჩიეს საოკუპაციო ხაზი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად.
“ლელო” სამეგრელოს ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადანიანს, ვინც იდგა იქ, დაზარალდა და გამოხატა თავის ნება და სურვილი, ის სამარცხვინო ფატქი რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ და ის არ დაეშვათ. ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ახალი ძალა, ახალი ადამიანები და ახალგაზრდობა ყოველთვის იქნება წყარო ხელისუფლების და მათ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით შეცვალო არჩევნების გზით ხელისუფლება. წინააღმდეგობას ვერ გაუწევე და ვერ ჩაახშობენ ამ ნებას. დღევანდელი დღე შეხსენებაა, რომ თავი დაანებონ ოკუპანტების მხარდაჭერას და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნათელ მომავალს”,- განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.
საპროტესტო აქცია “ლელო”-ს წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მსვლელობით დაიწყეს და ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაასრულეს.