ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალციხის მერიიდან აცნობეს,
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის 650-მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება, ეწყობა როგორც საავტომობილო გზა, ისე საფეხმავლო ბილიკი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.