ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

8 ივნისს გორში რესტორან „ჟოზეფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომრეობა დასტაბილურდა. აღნიშნულის შესახებ „რეგიონულ კვირას” დაშავებული ბიჭის მამამ ირაკლი თედლიაშვილმა დაუდასტურა.
„ამ დროისთვის ჩემი შვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მედიკოსების თქმით, უკუჩვენება არ შეიმჩნევა, თუმცა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება , მომავალ კვირას გვეციდინება უფრო მეტი ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ” ,-განაცხადა ირაკლი თედლიაშვილმა
ცნობისთვის , ერეკლე თედლიაშვილი უკვე მე-12 დღეა თბილისში, კლინიკა „ჯერარსში“ მართვით სუნთქვაზე რჩება.
შეგახსენებთ, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით,18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულ თარაშ კანდელაკს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის გადაწყვეტილებით წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები