ქუთაისში ფოტო-ვიდეო ოპერატორებმა და მუსიკოსებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, მერიის შენობის წინ ფოტო-ვიდეო ოპერატორებმა და მუსიკოსებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა რეგულაციების გადახედვა და შეზღუდვების ნაწილის გაუქმებაა.

“მოვითხოვთ, მოხდეს რეგულაციების გადახედვა და მუშაობის საშუალება მოგვცენ. ტექნიკა განვადებით გვაქვს გამოტანილი და ვერ ვიხდით. ჩვენი შემოსავლის წყარო ქორწილებისა და დღესასწაულების გადაღებაა. მოვითხოვთ, მოიხსნას შეზღუდვა და მოგვეცეს უფლება, ვიმუშავოთ”, – განაცხადა გაგა მინდელმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აქციები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები