დიმიტრი ხუნდაძე: იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები იქნება, ამას კენჭისყრაზე ვნახავთ

“იმედი მაქვს, საკმარისი ხმები იქნება, მაგრამ ხმათა რაოდენობას, იქნება საკმარისი თუ არა, ვნახავთ მას შემდეგ, რაც ჩატარდება კენჭისყრასა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, მაჟორიტარები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

„წინანდელისგან განსხვავებით, მაჟორიტარებისგან სიურპრიზს არ უნდა ელოდოთ რამდენიმე მიზეზის გამო, რომ ჩვენი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი დაკმაყოფილებულია. ერთი ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით, მაჟორიტარების ნაწილი იქნება შენარჩუნებული, მართალია, ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული. მეორე ჩვენი მოთხოვნა იყო, შესაძლო ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული სისტემით, არამედ  – იმ სისტემით, რომელსაც ახლა მივიღებთ. იმედი მაქვს, საკმარისი ხმები იქნება, მაგრამ ხმათა რაოდენობას, ის იქნება საკმარისი თუ არა, ვნახავთ მას შემდეგ, რაც ჩატარდება კენჭისყრა. დამოუკიდებელ დეპუტატების განცხადებებიდან გამომდინარე ველოდებით, რომ ისინი მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები