ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს Covid-19-ით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა. ახალგაზრდა ქალი ბათუმიდან გადაიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“ბათუმიდან ერთი პაციენტი დაგვემატა, მას მოგზაურობის ისტორია აქვს თურქეთში. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ნადირაძემ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები