გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ

„მთავრი არხის“ ჟურნალისტი – გიორგი გაბუნია და არხის დირექტორი – ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ. მათ სამართალდამცავები თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ ისინი ჩვენების მისაცემად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 17 და 18 ივნისს დაიბარეს, თუმცა  ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვეს.

15 ივნისს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე ბოკოვი ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვის დაკვეთით გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. 2019 წლის ივლისში გაბუნიამ, რომელიც მაშინ „რუსთავი 2“-ის წამყვანი იყო, პირდაპირი ეთერიდან რუსულად აგინა პრეზიდენტ პუტინს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჯაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ბოკოვი დააკავეს “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები