ჩინეთში კორონავირუსის კიდევ 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე, დაფიქსირებულია ვირუსის 5 უსიმპტომო მატარებელი. გასულ დღე-ღამეში 4 პაციენტი განიკურნა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ 32 ახალი შემთხვევიდან 28 ლოკალურია (25 პეკინში, 2 ხებეის პროვინციაში, ერთი ლიაონინის პროვინციაში), ხოლო 4 იმპორტირებულია.

ერთი დღით ადრე, ჩინეთში 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 8 – უსიმპტომო მატარებელი.

მათი დიდი რაოდენობა პეკინში ფიქსირდება და უკავშირდება საბითუმო ბაზრობა “სინფადს”, რომელიც 13 ივნისს დახურეს.

ჩინეთში ეპიდემიის დაწყებიდან სულ 83 325 შემთხვევაა გამოვლენილი, 4 634 ლეტალური შემთხვევაა, 78 398 განიკურნა, ხოლო 293 პაციენტი კლინიკებში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები