ნატო-ში COVID-19-ის შესაძლო მეორე ტალღისთვის სპეციალური ფონდი იქმნება

ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრებმა კორონავირუსის მე ორე ტალღის შემთხვევისთვის ზომათა პაკეტი შეიმუშავეს.

ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაწერა.

მისი თქმით, მინისტრები ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის გამოყენებითაც სამედიცინო დანიშნულების კრიტიკულად მნიშვნელოვან ნივთებს შეიძენენ.

​”ნატო-მ COVID-19-ის შესაძლო მეორე ტალღისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი მინისტრები ახალ საოპერაციო გეგმაზე შეთანხმდნენ, სამედიცინო აღჭურვილობის მარაგსა და ფონდის შექმნაზე, რომელიც გამოყენებული იქნება სამედიცინო დანიშნულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნივთების შეძენისთვის”, – დაწერა სტოლტენბერგმა.

ალიანსის მინისტრების შეხვედრა 17-18 ივნისს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები