ჰუბერტ ქნირში: ეს არის ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვები და არა – გერმანიის პროკურატურის მოსაზრება

“ეს არის ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვები და არა – გერმანიის პროკურატურის მოსაზრება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა.
„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება – ეს გახლავთ მისი სიტყვება და არა – გერმანიის პროკურატურის მოსაზრება.
​სამწუხაროა, რომ ამ საკითხის წარმოჩენა იმ კუთხით მოხდა, თითქოსდა გერმანიის პროკურატურას სურდა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რაიმე სახით კორექტირება. სინამდვილეში, ეს მათი განზრახვა არ ყოფილა”, – განაცხადა ელჩმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები