“ამირან გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა ოქტომბრის არჩევნებში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„ძალიან ინფორმატიული შეხვედრა იყო იმ ზომებსა და ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა მივიღოთ, რათა ვიყოთ მზად, ჩავატაროთ კარგი არჩევნები „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში. გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა, როდესაც ისინი ოქტომბერში არჩევნებზე წავლენ“, – აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა.