გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვლის მკვლელობაში რუსეთის მთავრობა დაადანაშაულა

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის მთავრობა ბერლინში გასულ წელს მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა.

როგორც კალსრუეს პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა ბრალდებულ ვადიმ კ.-ს, იგივე ვადიმ, ს. ხანგოშვილის “ლიკვიდირების” დავალება მისცეს.

აღინიშნება, რომ შეკვეთილი დანაშაულის უკან იყო მსხვერპლის მიერ რუსეთის სახელმწიფოსთან, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მთავრობებთან მტრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები