მერკელი: კორონავირუსმა ევროპის უმწეობა გამოავლინა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა.

ამის შესახებ კანცლერმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.

მერკელი იმ საკითხებს შეეხო, რომლებიც იქნება აქტუალური ევროპის საბჭოში გერმანიის 6-თვიანი თავმჯდომარეობის დროს.

“პანდემიამ აჩვენა, რამდენად უმწეოა ევროპის პროექტი. ევროპა ზედმეტად მგრძნობიარე აღმოჩნდა. შეკრულობა და სოლიდარობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც – დღეს”, – თქვა მერკელმა.

მისივე თქმით, პანდემიის შედეგებმა აჩვენა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ავტორიტარმა მმართველებმა კი კრიზისი საკუთარ ინტერესებში გამოიყენეს.

“მათ სურთ სამართლიანობის უზენაესობა. სურთ ადამიანების ღირსების შელახვა, მათ სურთ ადამიანების ღირსებისა და უფლებების შელახვა”, – განმარტა გერმანიის კანცლერმა და დასძინა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ევროპასა და მსოფლიოში შეწინააღმდეგებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები