WHO: სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ისრაელში ინფიცირების რიცხვი მატულობს
“ევროპის იმ ქვეყნების რიცხვმა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია, 6-დან 21-მდე მოიმატა. ცხადია, რომ ეპიდემია ბევრ ქვეყანაში ისევ აქტიურ ფაზაშია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს წარმომადგენელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
“კლების რამდენიმე კვირის შემდეგ, ზოგიერთ ქვეყანაში ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ევროპის რეგიონში, საშუალოდ, დღეში 17-20 ათასი ინფიცირებულის ნიშნულზეა სტაბილიზირებული”, – თქვა ექსპერტმა.
მისი თქმით, რიგ ქვეყანაში, როგორებიც არის ჩრდილოეთ მაკედონია, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ისრაელი, ინფიცირების მატება შეინიშნება.
“რამდენიმე ქვეყანაში დაავადების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. ეპიდემია ზოგიერთ ქვეყანაში ისევ აქტიურ ფაზაშია”, – თქვა კლუგემ.