ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მიზანი სახელმწიფო ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებაა

“ჩვენი მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება, რათა ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვისზეც სახელმწიფოს აქვს ზრუნვის პასუხისმგებლობა აღებული, ჰქონდეს ხარისხიანი ზრუნვა”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ უკვე სხვა მიზნები გვაქვს და ეს მიზნები არის ნამდვილად სახელმწიფო ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება, რათა ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვისზეც სახელმწიფოს აქვს ზრუნვის პასუხისმგებლობა აღებული, ჰქონდეს ხარისხიანი ზრუნვა და ყველა ის საჭირო კომპონენტი, რაც ადამიანს ესაჭიროება. ამ კომპონენტში გაერთიანებულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვები, ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის პირები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათზე ვიზრუნებთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავძლიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დღემდე იყო იდენტიფიცირებული და არსებობდა“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები