თურქეთში ავტომობილის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, შირნაკის პროვინციაში ავტომობილის აფეთქებას 4 მუშა ემსხვერპლა.

პროვინციის ადმინისტრაცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ქურთთა მუშათა პარტიის წევრებს აკისრებს.

არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე იყო დამონტაჟებული.

თურქული მხარის მონაცემით, ქურთთა მუშათა პარტიასთან 2015 წლის ივლისში განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქურთების თავდასხმას ათასამდე თურქი სამხედრო და პოლიციელი, ასევე, 500-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები