თენგიზ ცერცვაძე: “დექსამეტაზონის” გამოყენება მიზანშეუწონელია, თუმცა მძიმე ავადმყოფებში მან ლეტალობის მაჩვენებლები შეამცირა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ერთერთ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსთან ბრძოლაში “დექსამეტაზონმა” კარგი ეფექტი აჩვენა.
ცერცვაძის თქმით, “დექსამეტაზონის” გამოყენება მიზანშეუწონელია, როცა ციტოკინური შტორმი არ არის გამოხატული, თუმცა მძიმე ავადმყოფებში მან ლეტალობის მაჩვენებლები შეამცირა.
„დექსამეტაზონი” და სხვა კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი და სხვა, საქართველოსა და ყველა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება.
კვლევამ აჩვენა, რომ გარკვეულ პროცენტში, მძიმე ავადმყოფებში ის კარგ, დამაიმედებელ შედეგებს იძლეოდა. დაავადების დასაწყისში, როცა ციტოკინურმა შტორმი არ არის გამოხატული, “დექსამეტაზონისა” და სხვა კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ არის სასურველი და მიზანშეწონილი, მაგრამ მძიმე ავადმყოფებში მათი გამოყენება გამოდგა კარგი, ანუ მან შეამცირა ლეტალობის მაჩვენებლები”, – აღნიშნა ცერცვაძემ.