ხორვატიის რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

ხორვატიაში მეჯიმურის რეგიონი, 50 მილიონი ფუტკრის მოწამვლის შემდეგ, სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

აღინიშნება, რომ ადგილობრივმა მეფუტკრეებმა 9 ივნისს მილიონებით მკვდარი ფუტკარი აღმოაჩინეს.

ამჟამად, ფუტკრების დაღუპვის ფაქტს ვეტერინარები და მეცნიერები-კრიმინალისტები სწავლობენ.

მიიჩნევა, რომ ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი პესტიციდებით მოწამვლა გახდა, თუმცა ოფიციალურად აღნიშნული დადასტურებული არ არის.

მეფუტკრეები, ზარალის ანაზღაურების სახით, თითო დაკარგულის სკისთვის 200 ევროს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები