ირაკლი კობახიძე: არ ვაპირებთ, ორას „ნაციონალს“ რაიმე კონტრაქცია დავუპირისპიროთ

“ჩვენ არ ვაპირებთ, 200 „ნაციონალს” დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით ეს ყველაფერი დასრულდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალები” ჩიხში არიან შესულები და “საკუთარ ტყუილებში არიან ჩაკარგულები”.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც „ფეიკნიუსებს“ და შემდეგ თვითონვე აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ „ფეიკნიუსს“, რაც არის აბსურდი. ჩვენ არ ვაპირებთ, 200 „ნაციონალს” დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან ისინი შესულები, ჩაკარგულები არიან საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი, რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ, გამჯდარი აქვთ სულში ტყუილი და კიდევ ერთხელ მოიტყუეს. თუ ვინმე იქ შეიკრიბება, ეს არის პროვოკაცია და, ბუნებრივია, ასეთი პროვოკაცია საიდან შეიძლება, მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები