გიორგი გახარია: ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, ყურადღების კიდევ უფრო მეტი ხარისხი გვჭირდება იმისთვის, რომ ვმართოთ ვირუსი, გავხსნათ ეკონომიკა და სოციალური ცხოვრების ყველა სფერო

“ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია და კონცენტრაციის და ყურადღების კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მანვე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დროს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც გვერდით გვედგნენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მადლობა მოქალაქეებს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ყველას უკვე ზედმეტად ეჩვენება ეპიდემიაზე საუბარი, ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია და კონცენტრაციისა და ყურადღების კიდევ უფრო მეტი ხარისხი გვჭირდება იმისთვის, რომ ვმართოთ ვირუსი, გავხსნათ ეკონომიკა, სოციალური ცხოვრების ყველა სფერო – პოლიტიკური, კულტურული, სპორტული, აგრეთვე, არჩევნები, ყველაფერი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ვირუსის ეფექტური მართვის პირობებში. გისურვებთ ჯანმრთელობას და გთხოვთ ცოტა უფრო მეტ ყურადღებას”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები