“ამის გამოც კი, როდესაც სახელმწიფომ პრაქტიკულად უზადოდ იმოქმედა, ნიაღვარი არ წყდება კომენტარების, რომ რაღაც სინქრონში არიან ქართველი სამართალდამცველები რუსებთან”

“არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული. დაადგინა, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა და გააუნებელყო პოტენციური მკვლელი, ისე რომ არ დააფრთხო იგი ისეთი მოქმედებებით, რომელთა გამოც ის ფსკერზე დაწვებოდა”, – ამის შესახებ ქართული ოცნების კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

„ჩვენ შეიძლება არ ვისაუბროთ და ვერც ვისაუბრებთ სავარაუდო შემკვეთებზე, მაგრამ არავის გაუუქმებია ლათინური მარადიული კითხვა: ვის აწყობდა ეს დანაშაული. არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული. დაადგინა, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური მკვლელი, ისე რომ არ დააფრთხო იგი ისეთი მოქმედებებით, რომელთა გამოც ის ფსკერზე დაწვებოდა. და ამის გამოც კი, როდესაც სახელმწიფომ პრაქტიკულად უზადოდ იმოქმედა, ნიაღვარი არ წყდება კომენტარების, რომ რაღაც სინქრონში არიან ქართველი სამართალდამცველები რუსებთან. წარმოიდგინეთ, ეს ოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, მე მგონი მოდელირებული „ქრონიკის“ სერიალს მივიღებდით და მისი შინაარსი ის იქნებოდა, რისი დანგრევასაც 2011 წლის 7 ნოემბრიდან ცდილობენ, რომ პუტინთან დაკავშირებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას თავი მიართვა თავის ბატონ პუტინს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები