მამუკა მდინარაძე: ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებში “ქართული ოცნება” გარანტირებულად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებში “ქართული ოცნება” გარანტირებულად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდება, მდინარაძის თქმით, ეს “ქართული ოცნების” გამარჯვებას კიდევ უფრო გააადვილებს.

“ჩვენ ვამბობდით და ეს შემთხვევითი არ არის, ეს საზოგადოების განწყობიდან და რეიტინგებიდან გამომდინარეობს, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” გარანტირებულად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს. თუ ისინი საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ, ეს კიდევ უფრო გააადვილებს “ქართული ოცნების” გამარჯვებას მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში იმიტომ, რომ თუ ეყოლებათ ერთი საერთო წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, მეორე ტური ვეღარ და აღარ იქნება. ამ შემთხვევაში, მინიმუმ, 60-პროცენტიანი რეიტინგით დავასრულებთ პირველივე ტურს არჩევნებში, მათ შორის, თბილისში”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები