ინგუშეთში 4 ადამიანი მოკლეს, მათ შორის როსგვარდიისა და პოლიციის თანამშრომლები არიან
ნაზრანში საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო სროლა მოხდა. ინციდენტს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან როსგვარდიისა და პოლიციის თითო თანამშრომელი.
რუსული მედიის ინფორმაციით, კონფლიქტი მიწის გაყოფას მოჰყვა, სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
გარდა ამისა, 6 მოქალაქე დაშავდა. კონფლიქტში სულ 10 პირი მონაწილეობდა.