ამირან გამყრელიძე: ის, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, რადგან ეპიდემია გრძელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, დამშვიდების უფლებას არ იძლევა, რადგან ეპიდემია გრძელდება.

მისივე თქმით, მოსახლეობამ ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა უნდა გააგრძელოს.

“დილის მონაცემებით, 24 საათში არცერთი დადებითი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ ეს, არავითარ შემთხვევაში, დამშვიდებისა და მოდუნების უფლებას არ გვაძლევს, რადგან ეპიდემია გრძელდება. ჩვენთან ინფექცია ცირკულირებს. ამიტომ ყველა ის წესი, ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას. მთავარია დისტანცირება, ნიღბის ტარება, დიდი რაოდენობით ადამიანების ართავშეყრა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები